Tuesday, December 20, 2011

იაპონური კულტურა (სამოსი)

ბუგაკუ

კაგურა

იაპონური მუსიკა

ტანაბატა

სუმო

ბონსაი

იკებანა

ჩაის ცერემონია

იაპონური სამზარეულო

იაპონიის ეროვნული ჰიმნი

იაპონიის ღირშესანიშნაობები

იაპონიის ღირშესანიშნაობები

იაპონიის ღირშესანიშნაობები

იაპონიის ღირშესანიშნაობები

Tuesday, November 8, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
იაპონური ცივილიზაცია

2.პროქტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებებით:

მოსწავლეები ისწავლიან იაპონურ ცივილიზაციას, მის წარმოშობასა თუ განვითარების ეტაპებს და კულტურულ ელემენტებს, მის ზეგავლენას თანამედროვე ცხოვრებასა და მსოფლიო კულტურათა განვითარებაში.

3.პროექტის აქტუალობა:

ეს სასწავლო პროექტი აქტუალურია იმით, რომ ხელს შუწყობს წინარე ცოდნის გამოყენებას (თუ რა არის კულტურა?რამ გამოიწვია კულტურული მრავალფეროვნება?რა არის ცივილიზაცია)

4.პროექტის მიზნები:


მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანაშროლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევიბის განვითარება; სინთეზური და ანალიტიკური აზორვნების უნარი.

5.მონაწილეთა ასაკი:

16-17 წლის

6.ვადები/ხანგრძლივობა:

1თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:


მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან საკითხს და გააცნობიერებენ იაპონური ცილივზაციის ზეგავლენას მსოფლიო კულტურაზე.
მოსწავლეთა მიერ მოპოვებული მასალები გამოქვეყნდება ბლოგზე.

8.პროქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:


პრეოქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებია: ენციკლოპედია, უცხოსიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი; (ინტერნეტი)ვიკიპედია, google.com და youtube.com საძიებო გვერდები. სახელმაძღვანელო: მსოფლიო კულტურა–საპილოტე მასალა მოსწავლეთათვის.

9.პროექის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):


თემის ირგვლივ შეკითხვების ჩამოყალიბება.

თემაზე იმუშავებს 3 მოსწავლე და მოხდება ლიდერის არჩევა(გათვლის პრინციპით).

პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.

ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება: ლიდერს დაევალება პროექტის კოორდინაცია(საორგანიზაციო საკითხები–პროქტის დროში გაწერა, დავალებების სწორად გადანაწილება და დავალების შინაარსის განსაზღვრა, მის ჯგუფში მყოფი წევრების მოძიებული მასალების თემასთან შესაბამისობაში მოყვანა, მასალების ზეპირი პრეზენტაცია; დანარჩენ წევრებს გადაუნაწილდებათ ლიდერის მიერ დავალებული მასალების მოძიება(ფოტო, აუდიო,ვიდეო თუ ტექსტური მასალა) და მისი შესრულება PowerPoint-ში.

აქტივობების განხორციელება:წინასწარგანსაზგვრულ ვადებში მოსწავლეებს გარკვეული პერიოდულობით მოაქვთ იმ ეტაპისთვის გამზადებული მასალები.

15 დეკემბერს მოხდება შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.

პროექტის შემაჯამებელი შეფასებისას გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად შეესაბამება ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი(ტექსტური ნაწილის - ფოტო, ვიდეო/აუდიო მასალის თემასთან შესაბამისობა;რამდენად სრულფასოვნად იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტები ჩამოყალიბებული და რამდენად სრულყოფილად მოახდინა ჯგუფის ლიდერმა მისი ზეპირი პრეზიენტაცია) მასწავლებლის მიერ შექმნილ შეფასების რუბრიკას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


კავშირი ისტორიასთან–ისტორიული წყაროები.
კავშირი ხელოვნებასთან–არქიტექტურა, სამოსი, აქსესუარები.
კავშირი გეოგრაფიასთან-გეოგრაფიული ადგილმდებარეობა,პოპულაცია და ქალაქები.


4.მსოფ. კულტ. XI.8 მოსწავლე
განიხილავს თანამედროვე სამყაროს
კულტურულ მრავალფეროვნებას,
მსჯელობს კულტურათა
თანაბარმნიშვნელოვნებაზე და მათ
შორის დიალოგის შესაძლებლობასა და
საჭიროებაზე.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):


ქეთევან სიხარულიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

ketisixarulidze3@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

ketisikharulidze.blogspot.com